ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

„საახალწლოდ, გარკვეული შეზღუდვები უნდა დარჩეს, რათა გადავრჩეთ“ – ინფექციონისტი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგის, მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, თუ „ლოკდაუნი“ მოიხსნება, ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ გაიზრდება.

როგორც მან „კურიერის“ ეთერში განმარტა, გარკვეული შეზღუდვები, საახალწლოდ, უნდა დარჩეს, რათა გადავრჩეთ.

„ახალი წელი მოდის, მაგრამ ეს არ იქნება ჩვეულებრივი, ეს იქნება განსაკუთებული, ვერ ვიტყვი რომ სასიამოვნო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავადმყოფი არის სახლში, ძალიან ბევრი წევს საავადმყოფოში, ბევრი ელოდება რომ დაინფიცირდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი და პომპეზურობას უნდა მოვერიდოთ. გარკვეული შეზღუდვები, საახალწლოდ, ალბათ უნდა დარჩეს, რათა გადავრჩეთ და მომავალი წელი ვიზეიმოთ მშვიდობიანად,” – აცხადებს ზალდასტანიშვილი.

იტვირთბა....