ნატოს უმაღლესი პოლიტიკური ორგანო საგანგებო სხდომას იწვევს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა მას შემდეგ დაინიშნა, რაც სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ-24-ის ჩამოაგდეს.
როგორც “ფრანს პრესი” იტყობინება, ალიანსის სხდომა თურქეთის მიმართვის საფუძველზე ჩატარდება.
არსებული ინფორმაციით, თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და, გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.