ჟურნალისტი ხატია სიჭინავა აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ხატია სიჭინავა ედაქალაქის მერს, კახი კალაძეს მიმართავს.
“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“კადრებს ვუყურებ და ცრემლებს ვერ ვიკავებ!!! ბრავო კახი!!! არ ვიცი რა შეცვალა სკამმა შენში, მაგრამ ეტყობა ადამიანობაზე დიდი ძალა აქვს ან რად გიღირდა პოლიტიკა ამხელა სიყვარული რომ დათმე ხალხის!!! უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რომელიც ასევე ტვ პირველში ვთქვი ოდესღაც!! კახი უფრო ჭირდება თბილისს ვიდრე პირიქით?! არა, არა სულ რაღაც სიტყვები შემეშალა!!!”- წერს ხატია სიჭინავა.
შეგახსენებთ, რომ აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება 15 დეკემბერს, დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.