ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სწორედ მაშინ ჩანს ხოლმე, ტალახში უსახლკაროებს ქუჩაში რომ ჰყრიან, ზოგიერთი კი კეკლუცობს და უკანონობას სოციალურად დაუცველებში ხედავს”- თაკო ჩარკვიანი

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს ეხმიანება.

“მეტრონომი” ჩარკვიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ფოტოზე რომ არ არიან და “ფოტოობიექტივმა “, ვერ გადაიღო და თქვენი გაღატაკებული რომ არის, თქვენი უკანონობით და ქვეყნის ძარცვით გაუბედურებულები და მომავალ წართმეულები, იმ ადამიანებს არ ჩუქნით სახლებს ხელისუფლებავ?! და კიდევ ერთი რამ: ბოდიში ხომ არ უნდა მოუხადონ იმ “გამპრავებლებმა” ხალხს , რომლებზეც ამბობდნენ, რომ თურმე “იქ არ ცხოვრობდნენ და აგარაკებად იყენებენო”, აბა ჩამწკრივდით ახლა, მაგრამ ბოდიში, ბოდიშს არ მოიხდით, რადგან ბოდიში და შენანიება შეიძლება ერთ “სახის ფილერად, ჭინჭად და ჰა -ჰა ბოტოქსად დაგიჯდეთ” და მერე რა ეშველება თქვენს-ასე საცოდაობით “კონფორმიზმით შეკოწიწებულ, შექმნილ აწმყოსა და მომავალს”.

ღმერთმა ყველას შეარგოს ბოტოქსიც და ჭადის ფქვილიც, მაგრამ ენა იმიტომ არის -აქვს ადამიანს( უტვინოებს ეხებათ, თორემ ბრძენს და კეთილშობილს მოუსმენ და თავსაც დაუხრი ადამიანი), რომ წინ არ გაგისწროთ, თან მაშინ, როცა ადამიანთა მოხუცების და ბავშვების იღბალი წყდებაა!? უფალი -უზენაესი უხილავია, სიკეთის ენერგეტიკაა(მაინც და მაინც “წვერებიანი კაცი “კი არ უნდა დაინახოთ), აი სწორედ მაშინ ჩანს ხოლმე ტალახში უსახლკაროებს ქუჩაში რომ ჰყრიან და “ზოგიერთი” კი ტელევიზიით თუ აქ სოციალურ ქსელში, კეკლუცობს “ნაზად, ნარნარად და მაძღრად “კანონდამრღვევ ხელისუფალს “აპრავებს” და უკანონობას სოციალურად დაუცველებში ხედავს, მათი – მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის მოპარული მილიონებით, უკანონო ხელისუფლება კანონზე ამ ხელისუფლებისგან გაღატაკებულ ხალხს ესაუბრება!’_ წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება 15 დეკემბერს, დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული  შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა მამა-შვილის ფოტო, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ისინი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებნი არიან.

აღნიშნულ ფოტოს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახი კალაძე და განაცხადა, რომ ფოტოზე გამოსახულ მამა-შვილის სახლი არავის დაუნგრევია. თუმცა, როგორც კალაძემ თქვა, მან გაარკვია, რა პირობებში ცხოვრობს ეს მამა-შვილი და ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა.

იტვირთბა....