ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კოვიდი რას მიზამსო და სხვებს მკურნალობდით”- ვაშაძის მამის გარდაცვალებას პოლიტიკოსის სიდედრი ეხმიანება

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მამის გარდაცვალებასსოციალური ქსელით პოლიტიკოსის სიდედრი ეხმიანება.

„ბატონი გუტა ვაშაძე… შესანიშნავი ადამიანი! დაუჯერებელი ტკივილია… როგორ ვერ წარმოვიდგენდი და არ მინდოდა თქვენზე წარსულში მელაპარაკა…

კოვიდი რას მიზამსო და სხვებს მკურნალობდით…ღმერთმა ნათელში გამყოფოთ, გულით მეტირება, მტკივა ჩემი შვილიშვილების უსაყვარლესი გუტა ბაბუ“,- წერს სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის სიდედრი.

ცნობისთვის, კორონავირუსით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა გუტა ვაშაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იტვირთბა....