ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წლევანდელი შობა-ახალი წელი მოკრძალებულად უნდა გადავიტანოთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ წელს ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღინიშნოს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მოსახლეობა ხალხმრავალ წვეულებებს უნდა მოერიდოს.

“გთხოვთ, მოსახლეობას ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ. არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები! არ გვინდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხმრავალი წვეულებები. წელს ვიყოთ ბევრად მოკრძალებული. იმიტომ რომ საქმე სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს – პანდემიაა! ხაზს ვუსვამ, არის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება, 2-3 დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ მოხდა იგივე რაც „შავ პარასკევს“ იყო. ამიტომ თხოვნაა, წლევანდელი შობა-ახალი წელი მოკრძალებულად უნდა გადავიტანოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....