ახალი ამბები მთავარი

“დიდი მადლობა ბატონო კახი, რომ ხალხი დაარბიეთ, სხვა შემთხვევაში ეს ოჯახი ამ ბედნიერების წუთებს ხომ ვერ მიიღებდა”- ელენე ხოშტარია “აფრიკაში” მცხოვრებ ოჯახზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, გუშინ, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის პროცესს ეხმიანება.

როგორც ხოშტარია სოციალური ქსელში წერს, “დიდი მადლობა ბატონო კახი გუშინ რომ ხალხი დაარბიეთ და სახლები დაშალეთ, სხვა შემთხვევაში ეს ოჯახი ამ ბედნიერების წუთებს ხომ ვერ მიიღებდა.”

“დიდი მადლობა ბატონო კახი გუშინ რომ ხალხი დაარბიეთ და სახლები დაშალეთ, სხვა შემთხვევაში ეს ოჯახი ამ ბედნიერების წუთებს ხომ ვერ მიიღებდა. ვინ იცის გათვლილი იყო ამ ყველაფერზე, როგორ იცით ხალხნო დაუფიქრებლად ჩირქის მოცხობა.

ფოტოებს მივაწვეთ ხალხნო, ხან ბიძინას შევეცოდებით, ხან კალაძეს, ხან ფარცხალაძეს
პიარის ღმერთი დალოცოს ზევსმა. მართლა გული მერევა,”- წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება 15 დეკემბერს, დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული  შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა მამა-შვილის ფოტო, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ისინი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებნი არიან.

აღნიშნულ ფოტოს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახი კალაძე და განაცხადა, რომ ფოტოზე გამოსახულ მამა-შვილის სახლი არავის დაუნგრევია. თუმცა, როგორც კალაძემ თქვა, მან გაარკვია, რა პირობებში ცხოვრობს ეს მამა-შვილი და ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა.

იტვირთბა....