საქართველოში ბოლო 24 საათში, ორონავირუსის ინფექციით 39 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 2 495 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.