რუსული წარმოშობის ისრაელელი ბიზნესმენი არკადი გაიდამაკი, რომელსაც საფრანგეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, დაპატიმრებულია. ამის შესახებ “ფრანს პრესი” იტყობინება, გაიდამაკის ადვოკატ პოლ კლუგმანზე დაყრდნობთ.
გამოძიების ვერსიით, ანგოლაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს ანგოლის რეჟიმის მეთაური ჟოზე ედუარდო დუშ სანტუში საფრანგეთში იარაღის დიდი პარტიის შესყიდვას აპირებდა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ ანგოლის ხელისუფლება ფრანგ ბიზნესმენს პიერ ფალკონს დაუკავშირდა, რომელმაც გაიდამაკთან ერთად ორგანიზება გაუკეთა ანგოლაში აღმოსავლეთ ევროპიდან იარაღის უკანონო შეტანას.
შეგახსენებთ, რომ ანგოლაგეითის საქმის ერთერთ მონაწილედ გარკვეული წრეები, მათ შორის, ჟურნალისტი ვლადიმირ ივანიძე, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, ანგოლა გეითის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსაც ასახელებენ. არკადი გაიდამაკი ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი იყო მაშინ, როცა ის მოსკოვში “როსიისკი კრედიტს” ხელმძღვანელობდა.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას აქვს ამ საქმეზე სასამართლოს განაჩენის ასლი და მასში ივანიშვილის ბანკი არათუ ხშირად მოიხსენიება, არამედ მთავარ ბანკად სახელდება.
თავის მხრივ, გაიდამაკს ახლო კონტაქტები აქვს რუსეთის უმსხვილეს კრიმინალურ ავტორიტეტთან „ტაივანჩიკთან“.