,,კახი კალაძის მცირეწლოვანი შვილის ფოტოების ფრიალი ამაზრზენია! უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში შვილების ბულინგი მშობლების გამო! განსაკუთრებით თუ ისინი არასრულწლოვნები არიან! კალაძის არც ერთ შვილს, არაფერი დაუშავებია დღეს! დააშავა მამამ და მას მოკითხეთ!”.
ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსლში წერს.
აღნიშნული განცხადებით ის დღეს აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის საკითხს გამოეხმაურა. როგორც ჟორჟოლიანი თავის პოსტში დასძენს, ბავშვების ფოტოების ფრიალი და მათი ბულინგი უნდა დასრულდეს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც კახი კალაძე და აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მამაკაცი შვილებთან ერთადაა გამოსახული.