ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: პარლამენტის გახსნის შემდეგ, ჩვენ ახალ ფაზაში გადავედით

„პარლამენტის გახსნის შემდეგ, ჩვენ ახალ ფაზაში გადავედით“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,  კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი.

„ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. პარლამენტის გახსნის შემდეგ, ჩვენ ახალ ფაზაში გადავედით. როგორც ფასილიტატორები, ჩვენ კვლავ მზად ვართ, ისევ ვეცადოთ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა პარტიებს შორის საერთო პოზიციის პოვნას.

ამ შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თუმცა ჯერ ადრეა რამის თქმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ეს იქნება რთული პროცესი, რომელსაც სჭირდება უზარმაზარი ლიდერობა მხარეებისგან, რომლებსაც ნამდვილად სურთ, რომ ფართო შეთანხმება შესაძლებელი იყოს. ჩვენ ვეცდებით, გავაგრძელოთ მათი დახმარება. ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, თუმცა შანსი ნამდვილად არის“, – განაცხადა ჰარცელმა.

იტვირთბა....