„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის საკითხს ეხმაურება.
მისი შეფასებით, ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები.
„ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა. ძალიან გვეხმარებიან ამაში სწორედ ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც შლიან დღეს ოპოზიციას, რაც არის ძალიან კარგი პროცესი. ეს ოდიოზური ფიგურები, როგორებიც არიან, პირველ რიგში, სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია… ისინი შლიან დღეს „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ახლა ცდილობს საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიები. ანალოგიურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზურმა ფიგურებმა, სააკაშვილმა, გვარამიამ დაშალეს ნაციონალური მოძრაობა. რაც არის ძალიან კარგი პროცესი, ჯანსაღი პროცესი და ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. ამაში რომ ისინი გვეხმარებიან ეს ოდიოზური ფიგურები, არის ძალიან კარგი,“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ, დღეს, 15 დეკემბერს განაცხადა, რომ ენმ-ს ტოვებს.