ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით, წარმატებები ვუსურვოთ მას და პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას”- სალომე სამადაშვილი გრიგოლ ვაშაძეზე

“ნაციონალური მორაობის”წევრი სალომე სამადაშვილი პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას ეხმიანება.

როგორც სამადაშვილი “დღის ამბებში” აცხადებს, ამ საკითხზე პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა, შესაბამისად, ვაშაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

“ეს არის ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება. ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით. მან ესე გადაწყვიტა. ჩვენ შეგვიძლია მას მხოლოდ მადლობა ვუთრხათ, რაც მან პარტიისთვის გააკეთა. წარმატებები ვუსურვოთ მას და პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას,”- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა. როგორც ვაშაძე წერს, პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა. ამასთან, როგორც ვაშაძემ თქვა, მას არ შეუძლია იყოს იქ, სადაც შეცდომებზე სწავლის სურვილი არ აქვს. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” გამო.

 

იტვირთბა....