ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რის ხარჯზეა შემცირებული მათემატიკის ტესტი – Naec.ge-ს პასუხი

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებთან ღია კარის დღეები დაიწყო.

შეხვედრების პარალელურად, Naec.ge ხშირად დასმული შეკითხვებს და პასუხებს გვთავაზობს.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, 2021 წელს ცვლილება მათემატიკის ტესტში შედის:

რა ცვლილებები შეეხო და რის ხარჯზეა შემცირებული მათემატიკის ტესტი? 

„წინა წლებში გამოყენებული მათემატიკის ტესტები შედგებოდა 40 (30 დახურული და 10 ღია ტიპის) დავალებისაგან. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 59, ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კი – 3 სთ და 40 წთ; მინიმალური ბარიერი – არანაკლებ 12 ქულისა (უნივერსიტეტებს უფლება ჰქონდათ, უფრო მაღალი ბარიერი დაეწესებინათ). 2021 წლის გამოცდისთვის მათემატიკის საგამოცდო ტესტის ფორმატში შემდეგი ცვლილებებია დაგეგმილი: ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ამოღებული იქნება პლანიმეტრიის 4-ქულიანი დავალება.

2. პლანიმეტრიის დავალება საერთოდ იქნება ამოღებული ტესტიდან?

პლანიმეტრიის დავალებები არ არის ამოღებული ტესტიდან. არც საგამოცდო პროგრამა შეცვლილა. პლანიმეტრიის მხოლოდ ერთი დავალება, კერძოდ, 4 ქულიანი წერითი დავალებაა ამოღებული ტესტიდან. პლანიმეტრიიდან ტესტში იქნება როგორც ღია, ასევე დახურული დავალებები“, – განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

დანარჩენ შეკითხვებს და მათზე პასუხებს გაეცანით ბმულზე: ხშირად დასმული კითხვები – ღია კარის დღე.

 

 

 

იტვირთბა....