“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ენმ-დან გრილოლ ვაშაძის წასვლას ეხმინება.
როგორც ჩარკვიანი წერს, პირველივე დღიდან ვაშაძეს სხვა პოზიცია ჰქონდა მისი თანამარტიელებისგან განსხვავებით.
“გრიგოლ ვაშაძემ ნაც მოძრაობა დატოვა, მიზეზად არჩეული ტაქტიკა დაასახელა! ეს არის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია და უფლება! არ არის სწორი მისი ლანძღვა, განსაკუთრებით ამ პარტიის, ზოგიერთი წევრის და მომხრისგან. ის გაეცალა პროცესს, ეს მისი ნებააა.
პირველივე დღიდან მას სხვა პოზიცია ჰქონდა( გვახსოვს მისი განცხადება, პარლამენტში სავარაუდო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით) განსხვავებით, ზოგიერთი “ ცრუპენტელასგან”, გულზე მჯიღს რომ , ირტყამდა “შენი მანდატი არ მჭირდება ივანიშვილოო”. ასე ,რომ განსხვავებული პოზიცია სხვა არის და “ცრუპენტელობა” სხვა.
გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი აზრი და ეს პოზიცია აქვს, არ არის მისი ლანძღვა სწორი. ის დიპლომატია პროფესიით – ეს მისი არჩევანია!”- წერს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძე წერს, რომ პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა.