რუსეთში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც Reuters წერს, გარდაცვლილებს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლოთ.
მედიასაშუალების ცნობით, უბედური შემთხვევა 15 დეკემბერს, გამთენიისას, ურალის მთებში, სოფელ იშბულდონში მდებარე თავშესაფარში მოხდა.
ხანძრის დროს, შენობაში სულ 16 ადამიანი იმყოფებოდა, გადარჩენა კი მათგან მხოლოდ 5-მა შეძლო.
ერთ-ერთი მათგანი თავშესაფრის თანამშრომელი.