პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მოადგილეები აირჩია.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი იქნება, მეორე კი გიორგი ამილახვარი.
კომიტეტმა ორივე კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილების შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.