ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუთი პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო სიები ოფიციალურად გაუქმდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის განკარგულებით, ხუთი საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიები უკვე გაუქმდა.

როგორც განკარგულებებშია ნათქვამი, სიები ლიდერების განცხადებების საფუძველზე გაუქმდა.

რაც შეეხება სიას, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატებს:

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (№2-დან №169-ის ჩათვლით);

„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (№6-დან №150-ის ჩათვლით);

საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (№5-დან №151-ის ჩათვლით);

შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია (№2-დან №169-ის ჩათვლით);

„ლელო – მამუკა ხაზარაძე“ (№5-დან №139-ის ჩათვლით).

იტვირთბა....