ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის ახალი სახეობის შესახებ, რომელიც ბრიტანეთში აღმოაჩინეს, კულუმბეგოვი განცხადებას ავრცელებს

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოვლენილია კორონავირუსის ახალი ფორმა, რომელიც, შესაძლოა, უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდებოდეს.

„პრაიმტაიმი“ ამ საკითხზე ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.

„ჯერ ჩვენ არ ვიცით ეს რა შტამის ვირუსია, ძალიან შეიცვალა თუ არა პირველადი სახე, რამდენად გავრცელებული იქნება და ა.შ.

ვაქცინის წარმოებაც პროცესშია, შეიძლება ამის შეცვლა და ახალ პარტიებში ეს აისახოს. მთავარია მალე იპოვეს და აღმოჩენილია. ამიტომ ეს საგანგაშო არაა“ – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ცნობისათვის, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

წყარო: “პრაიმტაიმი”

იტვირთბა....