ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასეთი ტემპერატურა საგანგაშოდ არ ითვლება” – კულუმბეგოვის განმარტება

„ნარჩენი ტემპერატურა, 37,2 და 37,3 შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი. ეს საკმაოდ ძლიერი ვირუსია და იმუნოლოგიურ ძვრებს იწვევს. თავის ტვინში არსებულ თერმორეგულაციის გზებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამიტომ რამდენიმე კვირის განმავლობაშიც, ხანდახან რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი, ასეთი ტემპერატურა საგანგაშოდ არ ითვლება თუ მას რაიმე სხვა სიმპტომები არ ახლავს” – ამის შესახებ მან ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი ბიძიან კულუმბეგოვი აცხადებს.

მისივე თქმით, საყურადღებოა, თუ ტემპერატურას თან ახლავს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება.

“თუ ტემპერატურასთან ერთად არის ძლიერი სისუსტე, გულის ფრიალი, ქოშინი, მაშინ აუცილებელია ექიმს მივმართოთ.  თუ ეს სიმპტომები არ არის და დღის განმავლობაში მხოლოდ ფიქსირდება 37,2 და 37, 3 ტემპერატურა, ეს სიცხედ არ ითვლება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მაესტროს” ეთერში.

იტვირთბა....