ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩამოშლილია ჯანდაცვა… ჩემი დედიკო ამ დილით მოკლეს! მკვლელებო, უფალმა მოგიზღოთ”

ახალგაზრდა ქალი ანჟელა ბაკურაძე დედის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს. მისი თქმით, დედამისი მედიკოსების უყურადღებობასა და გულგრილობას ემსხვერპლა. ამის შეხახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

,,ჩემი სიცოცხლე, ჩემი დედიკო ამ დილით მოკლეს! არ მომკვდარა მისი სიკვდილით!!! აი, ასე ლამაზად წავიდა გამოკვლევაზე 27- ში და მოკლეს!!! ნუ წახვალთ საავადმყოფოებში თუ ძალიან არ გიჭირთ!! გერმანელები საკონცენტრაციო ბანაკში გაზით რამდენიმე წუთში ასრულებინებდნენ სიცოცხლეს! სიკვდილმისჯილსაც უცებ!!! გაიარეს კვლევები!! მიემატათ ქულები! მიემატათ თანხები! იმიტომ რომ ანჟელას დედა იყო და სამყარო გაიგებდა რომ კოვიდი ჰქონდა! არ ჰქონდა კოვიდი! მკვლელებო,  უფალმა მოგიზღოთ! მძულს ექიმები, უგულო ექიმები! აღარ დარჩა თითზეც ჩამოსათვლელი… პროტოკოლის მეტი არაფერი იცით! მძულხართ… რა ბედნიერი ვყოფილვარ თურმე და ვერ გამიგია!!! არ გაგახარებთ!

გამთენიისას მირეკავს სანამ დაამძიმებდნენ, მომეშველეთოოო! გაითიშა ტელეფონი და ორი კვირა სიპაპზე შეაერთეს დაუგდეს სატურაცია! ყველაფერს უკან ვიტოვებ! არ გაგახარებთ!  დედა ყველაფერზე და ყველაზე მეტად მიყვარდა!!! დამშეულ ქათამს გალიიდან გამოქცეულს საკენკს რომ გადაუყრი, ისე მივსევდი ექიმს, რომ ამბავი ნორმალურად ეთქვა მივსდევდი და ისიც მიყრიდა!!!

ჩამოშლილია ჯანდაცვა! მოითმინეთ, აცადეთ ექიმს მუშაობა. ორი კვირა ჯოჯოხეთში სიპაპზე შეერთებული ჯანმრთელი დედა!!! არ გაიხაროთ მკვლელებო!!! მკურნალი ექიმი ნინო ბაბუნაშვილი. ქუთაისის კლინიკური რეფერალური საავადმყოფო”, – წერს ანჟელა ბაკურაძე სოციალურ ქსელში.

წყარო:

იტვირთბა....