გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე კლინიკებში არასამდიცინო პირბადეების შეტანას სისხლის სამართლის დანაშაულს უწოდებს. ამის შესახებ ფხაკაძემ “ფეისბუკ ლაივ” მიმართვაში განაცხადა.
როგორც ფხაკაძე ამბობს, თუ პირბადე არაა სამედიცინო და ერთჯერადი, სხვა დანარჩენი ადამიანს არ დაიცავს ვირუსისგან.
“ისეთ რაღაცას ვიტყვი, ძალიან ბევრი ხალხი დამესევა, დაიწყება ჩემი ლანძვა, გინება, მაგრამ არაუშავს, გადავიტან, სჯობს სიმართლე ვთქვა.
ამ ვირუსის საწინააღმდეოდ არის ერთადერთი პირბადე, რომელსაც ჰქვია სამედიცინო პირბადე. დანარჩენი ყველაფერი არის სისულელე. სამედიცინო პირბადე, რომელიც სტანდარტს არ აკმაყოფილებს, არ უნდა იყოს საავადმყოფოში. ვინც მისცა უფლება, რომ სხვა პირბადეები უნდა იყოს საავადმყოფიში, ეს ხალხი არის დასაჭერი. არ შეიძლება ქვეყანაში არასამედიცინო პირბადეების შემოტანა. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს სამედიცინო პირბადე. იმიტომ არიან ექიმები ინფიცირებულები”- აცხადებს ფხაკაძე.
ფხაკაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, აფთიაქში იკითხონ მხოლოდ სამედიცინო პირბადე, სხვა პირბადის შეძენას კი აზრი არ აქვს.