ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვისაც უნდა მოლაპარაკების ჩაშლა, იმედი აქვთ, რომ გაზაფხულზე სიღატაკით გატანჯული ხალხი გამოვა და იქნება რევოლუცია”- ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განვითარების ორ სცენარზე საუბრობს.

როგორც ელისაშვილი “დღის ამბებში” განმარტავს, პირველი სცენარით ხდება ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება და პარლამენტში ოპოზიციის შესვლა, მეორე სცენარი კი არის მხოლოდ რევოლუცია.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ვისაც ამ მოლაპარაკებების ჩაშლა სურთ, მათ რევოლუციის იმედი აქვთ.

“ორად ორი სცენარი არსებობს მოვლენათა განვითარების. პირველი, ან “ქართული ოცნება” აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაზეც პრინციპში შეთანხმებული ვართ. ამას ვაწერთ ხელს, კრიზისი განიმუხტება, ქვეყანა ამოისუნთქებს და გრძელდება საპარლამენტო საქმიანობა. მეორეა, თუ ასე არ მოხდა, ყველაფერი მიდის რევოლუციური სცენარით. ვისაც უნდა მოლაპარაკების ჩაშლა, იმათ უნდათ ვითარების ამღვრევა, იმედი აქვთ, რომ გაზაფხულზე სიღატაკით და კორონავირუსით გატანჯული ხალხი გამოვა და იქნება რევოლუცია გამოვიდეს,”- აცხადებს ალეკო ელ;ისაშვილი.

შეგახსენებთ, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარალებები მიმდინარეობს. თუმცა, დღეს დაგეგმილი მეხუთე რაუნდის მოლაპარაკებები გაურკვეველი მიზეზით ჩაიშალა.

იტვირთბა....