იტალია საშობაო და საახალწლო არდადეგების პერიოდში, შეზღუდვებს გაამკაცრებს.
როგორც „გარდიანი“ წერს, გასულ თვეში, ზომების შემსუბუქების ფონზე, ქალაქის ცენტრში, საყიდლებზე გამოსულმა უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, კვირას კი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების 484 შემთხვევა დაფიქსირდა.
მედიასაშუალების ცნობით, „წითელი ზონის“ შესაბამისი აკრძალვების დაწყებას მთავრობა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გეგმავს.
აღნიშნული შეზღუდვები მაღაზიების, ბარებისა და რესტორნების დახურვას გულისხმობს, შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში.