“მძიმე ვითარებაში ვართ და ამ მძიმე ვითარებას უნდა ადეკვატურად პასუხის გაცემა. ჩვენ ახლა ზედმეტი ულტრარადიკალიზმიდან უნდა გადავიდეთ რაციონალურ პროცესზე და ეს ნაბიჯი პირველ რიგში “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადადგას. და ის, რომ მე ასე მინდა და ასე იქნება, ასე ვერ გაგრძედება.”
გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი
ამის შესახებ ვაშაძემ “დღის ამბებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარალებები მიმდინარეობს. თუმცა, დღეს დაგეგმილი მეხუთე რაუნდის მოლაპარაკებები გაურკვეველი მიზეზით ჩაიშალა.