ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინიცია იწყება. მოსახლეობის მასობრივი აცრა Pfizer/BioNTech-ის მიერ დამზადებული ვაქცინით მოხდება.
NBC-ის ის ინფორმაციით, ვაქცინის გადამტანი სატვირთო მანქანები Pfizer-ის ქარხნიდან უკვე დაიძრნენ.
ვაქცინის განაწილებას აშშ-ს არმიის გენერალ გუსტავ პერნა აკონტროლებს,რომლის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ვაქცინის სამ მილიონამდე დოზა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვაქცინაციის ცენტრებში თანაბრად განაწილდება.
პირველ ეტაპზე ვაქცინაციისთვის პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალს, თავშესაფრებში მცხოვრებ და მომუშავე ადამიენებსდა სხვა რისკ ჯგუფის წარმომადგენელებს მიენიჭებათ.
აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანომ, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, Pfizer/BioNTech-ის მიერ დამზადებული კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების უფლება 11 დეკემბერს დაჩქარებული წესით გასცა.