“ჯერჯერობით უცნობია, შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბრიდან,” – აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გაბუნიას განმარტებით, შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებულია ამ კვირაში ეპიდსიტუაციაზე.
„შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სურათზე. დღეს ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან დამატებითი დეტალებია საჭირო, რა შედეგი გვექნება ციფრებში მომდევნო 1 კვირის განმავლობაში.
ეს ერთი კვირა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია, რადგან უნდა გავაკონტროლოთ ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი სტაბილურია თუ არა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.