ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა.
გარდაცვლილია რუსუდან ქიჯია, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მალევე მისი მდგომარეობა დამძიმდა.
გარდაცვლილი ქუთაისის #2 ახალ სამშობიარო სახლში მუშაობდა.
24 საათში ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 147 იმერეთში. ქვეყნის მასშტაბით დღე-ღამეში 49 პაციენტი გარდაიცვალა.