aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას არ ვგეგმავ”- დონალდ ტრამპი

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს.

მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებიც თეთრ სახლში მუშაობენ, ვაქცინა მოგვიანებით უნდა გაიკეთონ, თუ ეს განსაკუთრებულად აუცილებელი არ არის.

“მე ვთხოვე, რომ ეს კორექტირება განხორციელდეს. ვაქცინის გაკეთება დაგეგმილი არ მაქვს, მაგრამ მოუთმენლად ველი ვაქცინაციას შესაბამის დროს. გმადლობთ! ”- წერს ტრამპი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და სხვა ამერიკელ მაღალჩინოსნებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას შესთავაზებენ. მედიის ცნობით, თეთრი სახლის პერსონალის ნაწილისა და მთავრობის სამივე შტოს გარკვეული წარმომადგენლების ვაქცინაცია მომდევნო 10 დღის განმავლობაში იგეგმება.

იტვირთბა....