დიდი მადლობა და პირველ რიგში მოკითხვა საქართველოს – ასე მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა “იმედის კვირას” ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის გაცემისას.
„ეს არის გამონაკლისი შემთხვევა საქართველოდან, ამიტომ დიდი მადლობა და პირველ რიგში მოკითხვა საქართველოს. ბევრი ვაქცინა მზადდება და ამით გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება“, – აღნიშნა გებრეიესუსმა.