კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გერმანიაში 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე მკაცრი შეზღუდვები წესდება.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა შეზღუდვების დაწესების ბრძანება უკვე გასცა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 1 320 592 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 957 500 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 171 კი გარდაიცვალა.