არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები კუკიის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა – ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაჭრილი, მოქმედი პოლიციელი ალადაშვილის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას.
გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.