ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას იტყვიან, ხოლო პროკურატურა სავარაუდოდ, მოწმეებს წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.