ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კოვიდის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან სამი თვით ადრე ვირუსი იტალიაში ცირკულირებდა

იტალიაში კორონავირუსული ინფექცია 2019 წლის ნოემბერში ცირკულირებდა – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ახალი კვლევის შესახებ ინფორმაციას bloomberg-ი ავრცელებს.

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ მილანში მცხოვრები ბავშვი დაავადდა მწვავე კორონავირუსული რესპირატორული სინდრომით 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, ქვეყანაში კოვიდის პირველი შემთხვევების გამოვლენამდე დაახლოებით სამი თვით ადრე. სიმპტომები მაშინ წითელას შემთხვევებს მიათვალეს.

მილანის ჯანდაცვის ბიოსამედიცინო მეცნიერების დეპარტამენტის მკვლევარების თანახმად, ანალიზები ჩატარდა რეტროაქტიულად იმ პაციენტების ნიმუშებზე, რომლებმაც წითელაზე უარყოფითი შედეგები აჩვენეს, მათ შორის 4 წლის ბიჭზე, რომლის ტესტმაც მოგვიანებით კოვიდზე დადებითი პასუხი აჩვენა.

იტვირთბა....