ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს სიმპტომი გვხდება დაავადების გვიან ფაზებში – დაინფიცირებიდან 10-15 დღეში…” – ექიმი COVID-19-ის კიდევ ერთ სიმპტომზე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ვიდეომიმართვაში კორონავირუსის კიდევ ერთ სავარაუდო სიმპტომზე ე.წ. კოვიდის ფეხის თითებზე საუბრობს.

როგორც ღოღობერიძე აღნიშნავს, მსგავსი სიმპტომი ძირითადად ახალგაზრდებსა და ბავშვებში გვხვდება.

„კოვიდ ინფექციის ფონზე, ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ხშირად დამამთავრებელ კლასში მყოფ ბავშვებს შორის, შესაძლოა შევხვდეთ ქვედა კიდურებზე თითების დაზიანებას, ე.წ. კოვიდის ფეხის თითებს.

ამ დროს დამახასიათებელია ფეხის თითებზე წითელი არეები, ერითემატოზური გამონაყარი. ეს ყველაზე ხშირად გვხვდება ახალგაზრდებში, რომელთაც კოვიდ ინფექციის მსუბუქი ფორმა აქვთ. შესაძლოა, შემდგომში ეს წითელი არეები ცოტათი გამუქდეს და მოიისფრო შეფერილობა მიიღოს.

ზუსტად არ არის დადგენილი უკავშირდება თუ არა ეს გამონაყარი კოვიდ ინფექციას. არ ვართ დარწმუნებული რატომ ვითარდება, მისი მექანიზმი ჩვენ არ ვიცით. შესაძლოა, იყოს თვითონ ვირუსის ზემოქმედება კანზე ან იმუნური სისტემის რეაქცია ვირუსზე.მსგავსი სიმპტომი ხშირად შეგხვდა კოვიდ ინფექციის ფონზე.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების 16%-ს აღენიშნებოდა ე.წ. კოვიდის თითები.

ეს სიმპტომი გვხდება დაავადების გვიან ფაზებში – დაინფიცირებიდან 10-15 დღეში. გამონაყარი ჩერდება 2 კვირის განმავლობაში და შემდგომ თავისით ლაგდება. იშვიათია, რომ ის დარჩეს ერთი თვის განმავლობაში“,- ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

იტვირთბა....