ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

“ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, მოქალაქეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....