ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს კინტო ავარდა… ბაქრაძემ უთხრა, დაჯექი ბიჭო, მახეა, მახე” – უგულავა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მე-4 რაუნდზე

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავა “მთავარი არხის” ეთერში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის დეტალებს იხსენებს:

„კობახიძემ ჩაიხვია ბოლო შეხვედრაზე, დაიწყო ყეყეჩობა, მოდით ეხლა ISFED-ის PVT ავიღოთ, ერთად გადავთვალოთ და თუ რამე ცვლილება იქნება, არჩევნებს ჩავატარებთ. და ეს კინტო ავარდა და იმის მერეა, სამი დღეა ილანძღება. ბაქრაძემ უთხრა, დაჯექი ბიჭო, მახეა, მახე და მოგვიწია ამ კაცის გაჩერება იმიტომ, რომ უნდა გაარკვიო ჯერ, ფაქტია, მახე იყო. ამის მერე ჩვენ ოპოზიციაში ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ აშკარად ჩანდა, რომ რაღაცას გეგმავდნენ. არ დაგიმალავთ, მე არ ვიცნობდი ელენე ნიჟარაძეს, მაგრამ ვთხოვე შეხვედრას და შევხდი ერთადერთი მიზნისთვის. ვუთხარი, ქალბატონო ელენე, რაღაცას ამზადებენ, რასაც ვერ ვხვდები. 40 დღე გავიდა და საეჭვოდ მომეჩვენა. ხაზი მინდა გავუსვა, არც ერთ პოლიტიკურ ძალას გაყალბების დასტურად PVT არ მოუტანია. ISFED-ს აგინებდა მთელი 40 დღე „ქართული ოცნება” და ეხლა როგორც უნდათ, ატრიალებენ. მე ელენეს ვუთხარი, რაღაც ხდება თქვენს თავს-თქო იმიტომ, რომ ის ყეყეჩი ღლაპი შეხვედრაზე არაადეკვატურად პედალირებდა… ელჩებიც უხერხულად იყვნენ შეხვედრაზე, ხვდებოდნენ, რომ რა შუაშია ეს,”, – ამბობს გიგი უგულავა.

იტვირთბა....