ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტარიელ ესებუა შვილის, ბიძინა ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარს აკეთებს

მას არ ჰქონდა იარაღი, საიდან ამოიღეს ეს იარაღი არ ვიცი. ტელევიზიით გავიგე რომ დააკავეს – ამის შესახებ, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას მამამ, ტარიელ ესებუამ, შვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს სამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

იტვირთბა....