ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პარიზში წელზე შემოსაკრავი ბომბი იპოვნეს (ვიდეო)

 

ფრანგული პოლიცია პარიზის გარეუბანში, სანაგვე ურნაში ნაპოვნ მოწყობილობას იკვლევს, რომელიც, სავარაუდოდ, შაჰიდის ქამარი უნდა იყოს, ანუ წელზე შემოსაკრავი ბომბი. სწორედ ასეთები ეკეთათ 13 ნოემბერს ბატაკლანში შეჭრილ ტერორისტებს. ქამარი მენაგვეებმა იპოვნეს. ფრანგული პოლიცია იუწყება, რომ მოწყობილობას დეტონატორი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, რომელსაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებული. ბელგიაში რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ახლაც გრძელდება.

იტვირთბა....