ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“საზოგადოებაში არსებობენ ჯგუფები, რომლებმაც Pfizer/BioNTech ვაქცინის გაკეთებას თავი უნდა აარიდონ” – JCVI

16 წლამდე ბავშვებმა, ორსულებმა და მათ ვისაც მწვავე ალერგიები აქვთ, ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავონ – ინფორმაციას ამის შესახებ, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტი (JCVI) ავრცელებს.

მათივე ცნობით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინა მხოლოდ ზრდასრულ და ხნიერ ადამიანებზეა გამოცდილი. ნაკლები პრაქტიკების გამო, საფრთხის შემცველია ორსულობის მსურველთა, უკვე ორსულებისა და 16 წლამდე ბავშვთა მიმართ ვაქცინის გამოყენება. ამასთან ერთად, უნდა ითქვას ისიც, რომ ინფიცირებულ ბავშვთა უმრავლესობისთვის ვირუსი მსუბუქ ან ასიმპტომურ ხასიათს ავლენს.

“ვაქცინა ტესტირებისას ორსულებზე არასდროს გამოცდილა. შესაბამისად, საკმარისი ინფორმაცია არ არის ვაქცინა ავნებს თუ არა ორსულ პაციენტს. გავრცელებული ინფორმაციით, JCVI ბავშვებისა და ორსულების შესახებ კვლევებს, ჯერ კიდევ აგრძელებს”, – აცხადებს, პროფესორი ჯონათან ვან-ტემი.

რაც შეეხება მათ ვისაც მწვავე ალერგიები აწუხებთ, დიდმა ბრიტანეთმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საზოგადოების მსგავსი ჯგუფის წარმომადგენლები, ამ დროისთვის ვაქცინას ვერ მიიღებენ. ინფორმაციის მიხედვით, ბრიტანეთის მასშტაბით, Pfizer/BioNTech ვაქცინის მიღებამ ორი მწვავე ალერგიული შემთხვევა უკვე გამოავლინა. შესაბამისად, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძვლად სწორედ ეს მიზეზი დასახელდა.

იტვირთბა....