ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურა ჯაფარიძემ რეგულაციების გასაპროტესტებლად სათხილამურო კლუბში თმა შეიჭრა

კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვების გასაპროტესტებლად, “გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, სათხილამურო კლუბ “პროლესკში თმის შესაჭრელად მივიდა.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, რადგან სალონების მუშაობა ქვეყნის მასშტაბით არ შეჩერებულა, სათხილამურო კლუბში ამ მომსახურებას იღებს.

ჯაფარიძემ თმა თხილამურებზე სრიალისთვის გამოყოფილი სპეციალური ფეხსაცმელში გამოწყობილმა შეისწორა და მოგვიანებით ხელოვნურ სასრიალო ტრასაზეც დადგა.

“ეს საპროტესტო აქციაა, მფლობელები აპროტესტებენ რეგულაციებს, რომელთა გამოც ბიზნესის გაჩერება მოუწიათ, რაშიც მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვთ ჩადგებული. გააჩერეს სულ ტყუილად არანაირი კავშირი ამას კორონასთან არ აქვს, რადგან დაშვებულია სილამაზის სალონები, სილამაზის სალონადაა გადაკეთებული და მეც მოვედი”, – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, სალონში მისვლის შემდეგ მომხმარებელი საჩუქრად თხილამურებზე სრიალის პაკეტს მიიღებს.

იტვირთბა....