ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში საპატრულო პოლიციის მანქანა ავტოავარიაში მოჰყვა – დაშავდა ორი ადამიანი

ბათუმში საპატრულო პოლიციის მანქანა ავტოავარიაში მოჰყვა – ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....