“აჰა, ISFED-მა განცხადება გაავრცელა, დავაზუსტეთ პარალელური დათვლის შედეგები, გარკვეული ხარვეზი გამოვავლინეთ და ამის გათვალისწინებით „ოცნების“ შედეგი გახდა 47,6 პროცენტი, ნაცვლად აქამდე გამოქეყნებული 45,8 პროცენტისაო. კიდევ მე ვარ ქოცი, ხო? ყოველთვის ვიბრძოლებ სიმართლისთვის, გინდა ქოცი დამიძახეთ, გინდა ნაცი. თამარ ჩერგოლეიშვილი მომიკითხეთ.”
მერაბ მეტრეველი – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. მათივე ცნობით, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.