საქართველოს ყოფილი პრეიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.რომ ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში სულ მალე იჯდება.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, დღევანდელი დღე სწორედ ამის ადასტურებს.
„იმ ხალხის გასაგონად, ვინც იძახის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში. ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – დღევანდელი დღე ამის ნათელი დასტურია“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი. დღევანდელ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს პარტია “გირჩის”, “მოქალაქეებისა” და “რესპუბლიკელების” წარმომადგენლებმა.