აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭომ (FDA) Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ინფომრაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
კომიტეტმა გადაწყვეტილება 17 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. ერთმა წევრმა კი თავი შეიკავა.
ამ გადაწყვეტილებით კომპანია, აშშ-ის მოსახლეობის ვაქცინაციის ნებართვას მიიღებს.
შეგახსენებთ, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ბაჰრეინმა ოფიციალურად დაამტკიცა.