ახალი ამბები საზოგადოება

“ჩემი შვილი ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია”

სკანდალური ვიდეოს ავტორის მამა საკუთარ შვილზე საუბრობს

“მუსლიმანი ვერ ცხოვრობს ისლამის მიხედვით. ღმერთმა კაცობრიობას გამოუგზავნა კანონები, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყნად და როგორ მოვიგოთ ღმერთის გული და დავმკვიდრდეთ სამოთხეში. ტერორიზმი არის ძალადობა, კაცის მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ მუსლიმანს ღმერთმა მისცა უფლება, თუ გებრძვიან შენი რელიგიის, ქონების და სამშობლოს გამო, შეგიძლია იბრძოლო. ჩვენ არ გვებრძვიან, მაგრამ აგერ მეჩეთს არ გვაშენებინებენ, ღორის თავი მიაკრეს სამლოცველოს. ეს არ ამართლებს ჩემი შვილის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვამბობ ჩემს სატკივარს”, – აღნიშნა გუშინ გავრცელებული მუქარის ვიდეოს ავტორის, ხვიჩა გობაძის მამამ, ილია გობაძემ.

“ხუთი კაცის დამუქრების რა აშინებს ამ სახელმწიფოს მაშინ, როცა ამერიკა გვერდში უდგას და რუსეთი მეზობელია. რადიკალური შეხედულებებით არ გამოირჩეოდა ჩემი შვილი, ის ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია, იმ ისლამის მიმდევარია, რომელიც მუჰამედ შუამავალმა დატოვა. მოდას, რომელიც ისლამშია, უარყოფენ”, – აღნიშნა ილია გობაძემ.
შეგახსენებთ, ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სახელით თითქოსდა მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს “ისლამური ხალიფატის” მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი “ხალიფატის” შემოსვლით ემუქრებიან.

იტვირთბა....