მთავარი ციტატა

„მე თავზე თმა შემრჩა, ხოლო კობახიძე “გაფუფლოვდა”

„ასე უხმაუროდ და აპლოდისმენტების გარეშე მოვიგე სანაძლეო. მე თავზე თმა შემრჩა, ხოლო კობახიძე “გაფუფლოვდა“.

გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი

ცნობისთვის, დღეს, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტი ოპოზიციის გარეშე შეიკრიბა.

მანამდე კი, 8 დეკემბერს, გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს სანაძლეო შესთავაზა:

,,მეც მაქვს თმები შესაჭრელი და კობახიძეს სულ შესაჭრელი აქვს. თუ გინდათ საჯარო ნიძლავი დავდოთ, ხვალ თუ მიიღებს მაგ ნიძლავს. ვნახოთ, 11 დეკემბერს თუ ისე იქნება, როგორც მე ვამბობ ირაკლი კობახიძემ გადაიპარსოს თმა, თუ არა და მე გადავიპარსავ. აწყობს კობახიძეს?ხომ გამოვიდა კობახიძე და თქვა, რომ 11-ში ,,ქართული ოცნება” არ იქნება მარტო პარლამენტის დარბაზშიო? მე ვიძახი, რომ მარტო იქნება”, –  განაცხადა უგულავამ. 

 

 

იტვირთბა....