ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუს-ი მედიასაშუალებებს მოუწოდებს…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანი ნინო გიორგობიანი, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ხელს ნუ შეუწყობენ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული მუქარის შემცვლელი ვიდეომასალის გავრცელებას.  “მეტრონომი” სუს-ი განცხადებას გთავაზობთ:

” მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ და მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ დღეს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცვლელი ვიდეომასალის ტირაჟირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ, ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეომასალებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.” – ნათქვამია გიორგობიანის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სახელით თითქოსდა მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს “ისლამური ხალიფატის” მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი “ხალიფატის” შემოსვლით ემუქრებიან.

იტვირთბა....