“20 ივნისს ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს, მერე გიგი უგულავაც დაგვაწიეს. რომ არა გარედან გარკვეული ზეწოლა, კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს დაგვიმატებდნენ. ვნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვთავისუფლდით, ძალიან ბევრი ახალი პოლიტპატიმარი გაჩნდა. მთავარია, რომ ქართული ოცნების და ივანიშვილის არავის სჯერა. მის სიტყვას ფასი არ აქვს.”
ირაკლი ოქრუაშვილი – “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ ოქრუაშვილმა ოლიტიკის ფორმულაში განაცხადა.
ცნობისთვის, 6 დეკემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა პალეტის ერთ-ერთი პუნქტი, რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც უკავშირდება.