საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 1 694-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 129 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 ტესტი.
10 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა.